სიახლეები
ახალგაზრდების აქცია პარლამენტის წინ ქუთაისში
01 ნოემბერი, 2013
პარლამენტის შენობის წინ 200-ზე მეტმა ადამიანმა პარლამენტის თბილისში გადატანის საკითხი გააპროტესტა. აქცია სოციალურ ქსელ "facebook"-ის მეშვეობით დაიგეგმა. ახალგაზრდები პარლამენტის ქუთაისში დატოვებას ითხოვდნენ.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უცხო ენის გამოცდას მოსმენის ნაწილიც დაემატება
31 ოქტომბერი, 2013
2014 წლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უცხო ენის გამოცდას მოსმენის ნაწილიც დაემატება - ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
„შეუძლია თუ არა ქართული ეკონომიკის გამოცოცხლება სწორ მონეტარულ პოლიტიკას?“
30 ოქტომბერი, 2013
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 106-ე საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სადისკუსიო შეხვედრა თემაზე: „შეუძლია თუ არა ქართული ეკონომიკის გამოცოცხლება სწორ მონეტარულ პოლიტიკას?“
,,ჰანამას”-ის კონცერტი თსუ-ში
30 ოქტომბერი, 2013
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იაპონური მუსიკალური ჯგუფის ,,ჰანამას" კონცერტი ჩატარდა.
„ახალგაზრდა გარემოსდამცველების ლიდერთა სკოლა“ - მესამე სეზონი დაიწყო
30 ოქტომბერი, 2013
„ახალგაზრდა გარემოსდამცველების ლიდერთა სკოლა“ - პროექტი, რომელიც საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები -საქართველოს დახმარებით გრძელდება. ეს პროექტი მესამე წელია მიმდინარეობს. როგორც პროექტის ორგანიზატორი აღნიშნავს, თანდათან მონაწილეთა რიცხვი იმატებს, რის გამოც ისინი მისაღები ადგილების რაოდენობას ზრდიან.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩეხური ენის სწავლას აფინანსებს
30 ოქტომბერი, 2013
სოხუმის სახელწიფო უნივერსიტეტში უკვე მეორე წელია ჩეხური ენის სწავლება უფასოდ მიმდინარეობს. ამჟამად ჯგუფის შევსება ხდება და ახლო მომავალში დაიწყება სწავლება. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია აღნიშნული უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს, ვისაც სურს, დაეუფლოს ჩეხურ ენას. სწავლას ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary