რელიგიის მეცნიერების აუცილებლობა
23 იანვარი, 2014
რელიგიის მეცნიერების აუცილებლობა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ აუდიტორიაში ზელიმხან უძილაურის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე - "saving discipline ანუ რელიგიის მეცნიერების აუცილებლობა".

როგორც მაია შონიამ გვითხრა: "ეს არის საჯარო ლექციების ციკლი, რომელსაც ეროვნული ბიბლიოთეკა რამდენიმე თვეა ატარებს. ლექციები ტარდება სხვადასხვა თემაზე".

დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა იყო რელიგიის მეცნიერება, რომელიც საქართველოში ჯერ კიდევ უცნობია. "ჩემი მიზანია, წარმოგიდგინოთ არა რელიგია, არამედ რელიგიის შემსწავლელი მეცნიერება, როგორც არის ეს დასავლეთში. მინდა, ვისაუბრო ამ მეცნიერების შესახებ" - განაცხადა ზელიმხან უძილაურმა ლექციის დაწყებისას. მან საკუთარ სიტყვას წაუმძღვარა ტიბეტური სიბრძნე.

ერთ-ერთი დამსწრის ილია ქადარის თქმით, "მსგავს საღამოებზე იშვიათად დავდივარ, თუმცა დღევანდელი საღამოს თემა ჩემთვის ძალიან საინტერესოა და დიდი ინტერესით ვუსმენ ბატონ ზელიმხანს".

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary