კონფერენცია საზღვარგარეთ სწავლის მსურველი სტუდენტებისთვის
24 იანვარი, 2014
კონფერენცია საზღვარგარეთ სწავლის მსურველი სტუდენტებისთვის  ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ "ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანება" საზღვარგარეთ სწავლის მსურველებისთვის სპეციალური კონფერენცია ჩაატარა "თიბისი ბანკის" საგამოფენო დარბაზში.

პროექტი ხორციელდება "თიბისი ბანკისა" და განათლების და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. 

კონფერენციაზე მიწვეულები იყვნენ სხვადასხვა საერთაშორისო ფონდი და ორგანიზაციები: "გოეთე", "The Royal Academy of CAMBRIDGE", ლაიფი და ა.შ. მათ სტუდენტებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოს ქართველმა სტუდენტმა საზღვარგარეთ სასწავლებლად წასასვლელად (დაფინანსების მოპოვების ჩათვლით). 

"ამ პროგრამას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, 500-მდე სტუდენტი დარეგისტრირდა, მესამე დღეს შევაჩერეთ უკვე რეგისტრაცია" - განაცხადა ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნინო შარაშენიძემ. 

"ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანება" არის უცხოეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტების მიერ დაფუძნებული და მართული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს და წარმოაჩენს ქართველ სტუდენტებსა და ახალგაზრდებს მსოფლიო მასშტაბით, ზრუნავს მათ კეთილდღეობაზე და ემსახურება ეროვნული ინტერესების დაცვას საერთაშორისო დონეზე" - აღნიშნა ორგანიზატორმა ანა იოსელიანმა.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ყველა ის საკითხი, რაც აინტერესებდათ სტუდენტებს. ვინც დასწრება ვერ მოახერხა, მსგავსი შევედრ კვლავ იგეგმება.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary