ქ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისა და საქველმოქმედო ფონდის "მომავლის ხედვა" ორგანიზებით საქველმოქმედო საღამო ჩატარდა.
ღონისძიებაში, ძირითადად, მონაწილეობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები იღებდნენ. ერთ-ერთი სტუდენტის გიორგი მეგრელაძის თქმით, "მე, როგორც სტუდენტი, გვერდში დავუდექი საქველმოქმედო ფონდ "მომავლის ხედვას", რათა დავხმარებოდი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ხალხს და გაგველამაზებინა ეს ერთი დღე ამ ადამიანებისათვის". საღამოზე რამდენიმე საცეკვაო ნომერი შეასრულა უნივერსიტეტის ანსამბლმა "ტბეთმა", რომელიც აქტიურად იღებს მონაწილეობას მსგავს ღონისძიებებში.
როგორც საქველმოქმედო ფონდის დირექტორმა გოჩა ადამიამ განაცხადა: "ეს იყო ემოციებით დატვირთული საღამო. საქველმოქმედო ფონდის მიზანი იყო, ჩატარებულიყო მსგავსი საღამო. რომ არა უნივერსიტეტის სტუდენტები, დღევანდელი საღამო ვერ გაიმართებოდა. რისთვისაც, უპირველეს ყოვლისა, უდიდეს მადლობას ვუხდი სტუდენტებსა და სპონსორებს, რომლებიც გვერდში დაგვიდგნენ".