წიგნის კითხვის დღე თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში
01 თებერვალი, 2014
წიგნის კითხვის დღე თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის მე-9 ფილიალში გაიმართა წიგნის კითხვის დღე, რომელიც მიეძღვნა აკაკი წერეთლის შემოქმედებას. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ ქართული ლიტერატურისა და ლიტერატურათმცოდნეობითი პრობლემების კვლევის ცენტრისა და „შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის“ წარმომადგენლები: ჯული გამოძე, მაია არველაძე და ელისაბედ ზარგაშვილი.

ამომწურავად ისაუბრეს აკაკის პირად ცხოვრებაზე, მის მოღვაწეობაზე, მის სიყვარულსა და უკვდავ შემოქმედებაზე.
დაიწყო აკაკი წერეთლის 20 ტომეულის გამოცემა, მომზადება დაწყებულია „შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში“ და უკვე გამოსულია სამი ტომი. ჯული გაბოძის თქმით, პროექტი დაფინანსებულია რუსთაველის ფონდის მიერ და მომზადება დასრულდება 2015 წელს აკაკის საიუბილეო წლისთვის. პროექტს არ ჰყავს დამფინანსებელი, მხოლოდ ერთ ტომს შეეწია კულტურის სამინისტრო, დანარჩენი კი ხელმომწერთა მეშვეობით გამოიცემა. ვისაც სურვილი აქვს ხელმომწერებს შეუძლიათ წიგნი შეიძინონ ლიტერატურის ინსტიტუტში.

ელისაბედ ზარგაშვილის თქმით: „დღევანდელი თაობა არის მოტივირებული, დამოუკიდებელი და საჭიროა ასევე მათდამი დამოკიდებულების გამოსწორება უფროსების მხრიდან. დღევანდელი ღონისძიება იყო ნაყოფიერი და სასარგებლო როგორც ინფორმაციულად, ასევე ემოციურადაც“.

აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები და სტუდენტებიც. შეხვედრის დასასრულს გაიმართა კონკურსი, რომლის გამარჯვებულებსაც სამახსოვრო პრიზები გადაეცათ.

შეგახსენებთ, რომ ღონისძიება გაიმართა ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნთან“ არსებული ინტელექტუალური კლუბის „წიგნის მეგობრების“ ინიციატივით.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary