შეჯიბრი მძლეოსნობაში
01 თებერვალი, 2014
გალერეა
შეჯიბრი მძლეოსნობაში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
დღეს წერეთლის გამზირზე მდებარე მძლეოსნობის სასახლეში გაიმართა "თბილისის ზამთრის ღია ჩემპიონატი მძლეოსნობაში".

შეჯიბრზე ასპარეზობდნენ სხვადასხვა ასაკის სპორტსმენები, რომლებიც ფინალური შეჯიბრისთვის იბრძოდნენ. როგორც მათ აღნიშნეს, ეს არის მათთვის მოსამზადებელი შეჯიბრი, რადგან 8-9 თებერვალს ამავე მანეჟში ჩატარდება საქართველოს ეროვნული ჩემიპიონატი.

"21 წლის ვარ და უკვე 5 წელია ამ სპორტს მივდევ. 200-400 მეტრამდე ევროპის ჩემპიონი ვარ, ასევე 400 მეტრამდე გუნდურ შეჯიბრში გავიმარჯვე სლოვაკეთში. ოჯახში მხოლოდ მე ვარ სპორტსმენი, ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და მომავალშიც ვფიქრობ ვარჯიშის გაგრძელებას. ამ ეტაპზე 2016 წლის შეჯიბრისთვის სლოვაკეთში გასამგზავრებლად ვემზადები" - ამბობს შეჯიბრში მონაწილე სპორტსმენი ნიკა კარტავცევი. 

თენგიზ ღვინჯილიას თქმით, "შეჯიბრი ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს, განახლებული მანეჟი მძლეოსნებისთვის ერთგვარი სტიმულია. წლების წინ ძალიან ძნელი იყო აქ ვარჯიში სიცივისა და ცუდი ინფრასტრუქტურის გამო. 17 წელია სირბილში ვვარჯიშობ და უკვე 7-8 წელია რაც საქართველოს ნაკრების წევრი ვარ, ასევე საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და ევროპის გუნდური ჩემპიონატის მონაწილე ვარ. 2014 წელს საქართველო უმასპინძლებს 15 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენს. დღეს შეჯიბრში, სამწუხაროდ, მონაწილეობას არ ვიღებ, ვემზადები 8-9 თებერვლის შეჯიბრისთვის. ყოველდღე 2-3 საათს ვვარჯიშობ".

შეჯიბრი 4 საათს გაგრძელდა.

ფოტო: თემურ გუგუშვილი

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary