დღეიდან სტუდენტთა მობილობა დაიწყო
03 თებერვალი, 2014
დღეიდან სტუდენტთა მობილობა დაიწყო ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
დღეს 11საათიდან 2013-14 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის ელექტრონული პორტალი გაიხსნა.


ელექტრონულ პორტალზე: www.students.eqe.ge სტუდენტებს არჩევანის გაკეთება 13 თებერვლის 18 საათისა და 30 წუთის ჩათვლით შეეძლებათ.
მობილობის საფასური 40 ლარს შეადგენს, თუმცა, სოციალურად დაუცველი ოჯახების სტუდენტები გადასახადისაგან თავისუფლდებიან. მობილობის საფასურის გადახდა საქრთველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში, სწრაფი გადახდის აპარატებისა და ინერნეტის მეშვეობითაა შესაძლებელი.


მობილობის მსურველ სტუდენტს შესაძლებლობა აქვს 5 (ხუთი) საგანმანათლებლო პროგრამა აირჩიოს. მობილობის კონკურსი ხორციელდება სტუდენტის მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაგროვებული საკონკურსო ქულის მიხედვით. 
მობილობის შედეგები 14 თებერვალს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება. თითოეულ სტუდენტს შესაძლებლობა ექნება, თავად ნახოს, სად მოიპოვა მობილობის უფლება. ამის შემდეგ, სტუდენტმა მიმღებ დაწესებულებას დაუყოვნებლივ უნდა მიაკითხოს.


დღეს არსებული 67 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, კანონმდებლობის შესაბამისად, მობილობის პროცესში მონაწილეობას 7 საგანმანათლებლო დაწესებულება არ იღებს. დარჩენილი 60-დან 47-მა 6982 ვაკანტური ადგილი გამოაცხადა.


სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლიდან მობილობის პროცესში მონაწილეობას შემდეგი უნივერსიტეტები არ იღებენ:
ა(ა)იპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია
სსიპ ქუთაისის სამუსიკო კოლეჯი;
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ა(ა)იპ - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.
(2012-2013 წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის პროცესში 5154 ვაკანტური ადგილი იყო გამოცხადებული და მონაწილეობა 1596 სტუდენტმა მიიღო).


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary