"ლიდერთა კლუბში" დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე - "გლობალიზაცია-საქართველოს ადგილი გლობალურ რუკაზე".
გიორგი ვაშაძემ ისაუბრა იმ პროექტების შესახებ, რომლის განხორციელებაც დაგეგმილი იყო და რომლებიც აუცილებლობას წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის. ეს იყო ტრანსგენური პროექტები, სახმელეთო მაგისტრალები, ინტერნეტკომუნიკაციები, აღმოსავლეთ და ცენტრალური მაგისტრალები, საზღვაო პორტები. გიორგი ვაშაძემ ასევე აღნიშნა, რომ იგეგმებოდა აეროპორტების მშენებლობა ბათუმში, ფოთში, ქუთაისში, თელავში, ამბროლაურსა დაზუგდიდში.
დეპუტატის თქმით: "საქართველოში წარმოებული პროდუქტი შესაძლებელია, მარტივად გავიდეს ევროპულ ბაზარზე ზედმეტი რეგულაციების გარეშე და ეს საკითხი უნდა მოგვარდეს მომავალში. ასევე უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკურ სისტემაში. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ გლობალურ სამყაროში ჩვენი კონკურენტები არიან ადამიანები მთელი მსოფლიოდან, ამიტომ ყველა წარმატებული ბიზნესი არის ის, რომელიც არ ზღუდავს საკუთარ ბიზნესს კონკრეტულ უბანზე ან ქალაქზე. ჩვენ გარშემო არსებული ქვეყნები უნდა ჩავაბათ ბიზნეს ურთიერთობებში, რომლის ცენტრიც არის საქართველო".
"განათლების რეფორმა არ იყო საუკეთესო დონეზე არც წინა მთავრობის დროს და არც ახლა. მე ვფიქრობ, რომ სტუდენტებმა უნდა გააპროტესტონ ეს. წინააღმდეგი ვარ უფასო ფაკულტეტების, რადგან ასეთ შემთხვევაში ცოდნის ხარისხს დავწევთ" - განაცხადა გორგი ვაშაძემ საჯარო ლექციაზე.