"დავითიანნის" ორგანიზებით გიორგი მოსიძის საჯარო ლექცია გაიმართა, რომელსაც სტუდენტები და მოსწავლეები დაესწრნენ.
ყოფილი პოლიტიკოსი, მოაზროვნე და ინტელექტუალური გადაცემის "რა? სად? როდის?" წამყვანი ახალგაზრდებს ესაუბრა მისი პროფესიული წინსვლის, ინტელექტუალური კლუბის დაარსებისა და ახალგაზრდული თამაშების შესახებ.
როგორც მან აღნიშნა, დაწესდა "ინტელექტის დღე" საქართველოში. "ეს არის ყველა სკოლის ჩემპიონატი. 26 აპრილს 1 საათზე ყველა მუნიციპალურ ცენტრსა და თვითმმართველ ქალაქებში 71 სათამაშო მოედანზე ყველა სკოლა ვალდებულია გამოიყვანოს საკუთარი ნაკრები. ჩვენ მოვიცავით საქართველოს სკოლები. ხოლო რაც შეეხება სწავლების დონეს, მომზადებისა და განათლების დონე მაღალია იქ, სადაც მაღალია მიდგომა სწავლის მიმართ" - განაცხადა გიორგი მოსიძემ.
გიორგი მოსიძემ ასევე ისაუბრა ინტელექტკლუბის "რა? სად? როდის?" დაარსების ისტორიაზეც: "ჩვენ არანაირი მხარდაჭერა არ გვქონდა სახელმწიფოს მიერ. როდესაც აშკარა გახდა, რომ გადაცემა საინტერესო და კომერციულად მომგებიანი იყო, "რუსთავი 2"-მა შემომთავაზა ეს გადაცემა მის ეთერში გასულიყო".
გიორგი მოსიძემ აღნიშნა, რომ სამომავლოდ შესაძლოა, საქართველოში მან დაიწყოს სერიალების გადაღება: "ნიუ-იორკის აკადემიაში ვისწავლე კინოსერიალების პროდუსინგის კურსი და ვაპირებ ამ მხრივაც განვაგრძო საქმიანობა" - განაცხადა სტუდენტებთან სუბრისას გიორგი მოსიძემ.