სერგო ფიდანიანის ნამუშევრების გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში
10 ივნისი, 2013
სერგო ფიდანიანის ნამუშევრების გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ახალგაზრდა ფოტოგრაფის სერგო ფიდანიანის ნამუშევრებს უმასპინძლა. ახალციხელი ფოტოგრაფის ნამუშევრები საქართველოში სომეხი ხალხის ცხოვრების სხვადასხვა ასპექტს ასახავს.
მხატვრული ღირებულებები, მრავალფეროვანი თემატიკა, ხედვისა და ტექნიკის განსაკუთრებული ნიუანსები - ასე ახასიათებედნენ შეკრებილი სტუმრები წარმოდგენილ ფოტომასალებს. დღეს მხატვრის დებიუტი შედგა. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები შესრულებულია თბილისში, ახალქალაქსა და ახალციხეში. ფოტოები კონკრეტულ ადამინებსა და მათ გარესამყაროს აღბეჭდავს. ნამუშევრებზე წარმოდგენილი ადამიანები თავად ესწრებოდნენ და აფასებდნენ ფოტომასალებს. ,,ზოგიერთ სურათში თვითონ ადამიანი არის თავის გარემოში ნივთად ქცეული. იგი თავად ხსნის თავის გარემოს. ეს გამოფენა სომეხი ეროვნების ხალხს მივუძღვენი იმიტომ, რომ მინდა სხვებმაც იცოდნენ, თუ რა კულტურის, ღირებულებებისა და ტრადიციების მატარებლები ვართ ჩვენ"- აღნიშნა სერგო ფიდანიანმა.
ფოტოგამოფენა სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრისა და აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ორგანიზებით ჩატარდა. ასევე გამოფენის ჩატარებას მხარი დაუჭირა საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) პროექტმა "ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary