"ჩემო ცვილის ქვეყანავ"
16 თებერვალი, 2014
"ჩემო ცვილის ქვეყანავ" ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილია ჭავჭავაძის სახელობის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში ნინო ნადირაძის ახალი პოეტური კრებულის "ჩემო ცვილის ქვეყანავ" პრეზენტაცია გაიმართა.

სიყვარული, სევდა, სიკვდილი, სიცოცხლე, ადამიანები და მათი მანკიერი მხარეები, ორი სამყაროს ჭიდილის წუთისოფლისა და მარადისობის არსებობა - ამ ყველაფერს ახალგაზრდა, ნიჭიერი პოეტის კრებულში ამოვიკითხავთ.

გამომცემლობა „ინტელექტის“ მთავარი რადაქტორის ზვიად კვარაცხელიას თქმით: „ნინიას შემოქმედება ყველასათვის კარგად არის ცნობილი. ის არ ჩერდება და ამკვიდრებს მის შემოქმედებით ხასიათს. კრებულის სახელწოდება „ჩემო ცვილის ქვეყანავ“ გამოძახილია, ალუზიაა ილია ჭავჭავაძის ყველასათვის ნაცნობი სიტყვებიდან „ჩემო კარგო ქვეყანავ““.

პოეტის თქმით: „ეს უკვე ჩემი მეხუთე კრებულია. გამორჩეული თემატიკა არ მაქვს, ჩემი შემოქმედების შესახებ ვერაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რომ ეს მე ვარ ჩემს ლექსებში. ახალგაზრდა პოეტებს კი ვურჩევდი უფრო მეტ გულწრფელობას“.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary