ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ გამართულ კონკურსში გამარჯვებულ ახალგაზრდებს შეხვდა.
პროექტის "თვითმმართველობა, აქტიური მოქალაქეობა და ჩართულობა - ახალგაზრდები ქუთაისის განვითარებისათვის" ფარგლებში 42 სტუდენტი 20–25 თებერვალს დაბა ბაკურიანში სემინარში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება.
სემინარში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტები 7-კაციანი კომისიის მიერ კონკურსის გზით შეირჩნენ.
ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის ვანო ბუხაიძის თქმით, მსგავსი სახის სემინარები მომავალშიც გაგრძელდება.