ზაალ უდუმაშვილი ჟურნალისტის პროფესიის შესახებ
26 თებერვალი, 2014
                  ზაალ უდუმაშვილი  ჟურნალისტის პროფესიის შესახებ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ორგანიზაცია "დავითიანნის" ორგანიზებით სტუდენტების შეხვედრა გაიმართა ტელეწამყვან ზაალ უდუმაშვილთან.

ჟურნალისტმა სტუდენტებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება, ისაუბრა მისი წინსვლის შესახებ და სასარგებლო რჩევებიც მისცა მომავალ ჟურნალისტებს.

მისი თქმით: "ჟურნალისტობა მოითხოვს დიდ პასუხისმგებლობას, ბევრ რამეზე გიწევს უარის თქმა და ამას უნდა შეეგუო. ეს არის ურთულესი პროფესია. არასდროს იცი, წინ რა გელოდება და როდის რა მოგიწევს. თუ შეეჩვევი შენს საქმიანობას, მერე ვეღარ გაძლებ მის გარეშე. ჩემი ცხოვრება იწყება საღამოს 11 საათის შემდეგ. 10 საათამდე ყველა ჟურნალისტი ვართ "რუსთავი 2"-ში.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ წლების განმავლობაში დიდი გამოცდილება მიიღო: მუშაობდა სხვადასხვა ტელევიზიაში, 2003 წლიდან კი "რუსთავი 2"-ში დაიწყო "კურიერის" წამყვანად მუშაობა: "კურიერი" ჩემთვის ყოველთვის იყო ნომერ პირველი საინფორმაციო გამოშვება. "კურიერის" წამყვანი არის მისი შემქმნელიც. პროდიუსერთან ერთად ვარჩევთ თემებს, თითოეულ სიუჟეტს განვიხილავთ და დეტალურად ვაგეგმარებთ საინფორმაციო გამოშვებას თავისი ჩართვით. ტექსტსაც ჩვენ ვწერთ, ამიტომ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ორიგინალური იყოს".

კითხვაზე: თუ როგორი უნდა იყოს კარგი ჟურნალისტი, მან უპასუხა, რომ, პირველ რიგში, ამისათვის საჭიროა კარგი განათლება, შემდეგ პრაქტიკა, ბევრი მუშაობა, პასუხისმგებლობა, მან უნდა იცოდეს, თუ როგორ დაუსვას კითხვა რესპოდენტს. ჟურნალისტი სატელევიზიო პარტნიორებთან უნდა მუშაობდს შეთანხმებულად და მას უნდა შეეძლოს სიტუაციიდან თანაწამყვანის გამოყვანა. "ზოგი ინდივიდუალისტია და არ ფიქრობს თანაწამყვანზე. არ უნდა იყოს დისონანსი. მე და დიანა მეგობრები ვართ და კარგად ვუგებთ ერთმანეთს"-აღნიშნა ტელეწამყვანმა.

"ამდენი წელია ეთერში ვარ და სანამ "კურიერი" დაიწყება, ყოველთვის გული მიჩქარდება, იმიტომ, რომ სხვა პასუხისმგებლობა მაქვს მაყურებლის წინაშე. როცა კამერას ისე შევეჩვევი, რომ გული აღარ ამიჩქარდება, მაშინ უნდა წავიდე სამსახურიდან, რადგან ამ დროს პასუხისმგებლობას კარგავ" - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა სტუდენტებთან საუბრისას.




გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary