არასამთავრობო ორგანიზაცია "ლიდერთა კლუბში" პოეზიის საღამო გაიმართა სახელწოდებით - "პოეზიის ანარეკლი".
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდა პოეტები: ნიკოლოზ ტოტოღაშვილი, ბაჩო ზაქაიძე, ირაკლი დეისაძე, თორნიკე თოდრია, ამირან ჯანჯღავა და სოფო ღლონტი.
დიდი სიყვარული, განვლილი წლები, მოგონებები, სანატრელი ბავშვობა, განსაცდელი, დუმილი, სევდა, ცოდვები, მონატრება, სამშობლო - ამ თემებზე იყო ახალგაზრდა პოეტების ლექსები.
საღამოს მუსიკალურად აფორმებდნენ ახალგაზრდა გიტარისტები ნინი ჯავახიშვილი და რამაზ ბლუაშვილი.
ღონისძიებამ დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.