დისკუსია ღია ცის ქვეშ – დაანგრიე სტერეოტიპები!
04 მარტი, 2014
დისკუსია ღია ცის ქვეშ – დაანგრიე სტერეოტიპები! ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
რიყის პარკის ამფითეატრში დისკუსია გაიმართა ღია ცის ქვეშ გენდერულ თანასწორობაზე.

გაეროს განვთარების პროგრამის (UNDP) ინიციატივით, დისკუსიის ფარგლებში ახალგაზრდებს საშუალება მიეცათ, გამოეხატათ საკუთარი აზრი ზემოთ აღნიშნულ თემაზე. ყველა მსურველს შეეძლო, გამოეყენებინა ტრიბუნა საკუთარი პოზიციის სათქმელად. დამსწრე საზოგადოება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩატარებული კვლევების შედეგებსაც გაეცნო.


პროექტის მიზანია საზოგადოებაში დამკვიდრებული დოგმებისა და სტერეოტიპების დანგრევა. თავდაპირველად გენდერულ ბალანსთან დაკავშირებული წარწერები გაჩნდა თბილისის ქუჩებში. სწორედ ეს იყო პროექტის ფარგლებში გადადგმული პირველი ნაბიჯი.


"ჩვენ ხმამაღლა ვიწყებთ დისკუსიას გენდერულ სტერეოტიპებზე. სწორედ ამის გამოხატულებაა ის, რომ ჩვენ ახალგაზრდებს ვაძლევთ საშუალებას, გამოვიდნენ ტრიბუნასთან, ისაუბრონ არსებულ დოგმებზე და სიმბოლურად, ფეინთბოლის საშუალებით "დაანგრიონ" კედელზე გამოსახული სტერეოტიპები" - აცხადებს პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი ქეთი ჭითანავა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary