ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში
04 მარტი, 2014
ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ორი წელია თანამშრომელ ქალბატონებს დედისა და ქალთა დღეს ღონისძიებით ულოცავს და სიმბოლურად ყვავილებით ასაჩუქრებს.

ტრადიციისამებრ დღეს 3 საათზე აწსუ-ს სააქტო დარბაზში გაიმართა ღონისძიება, სადაც პირველი ნაწილი დაეთმო კლასიკურ მუსიკას, შემდეგ კი აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა "კოლხა"-მ და "ადილა"-მ დაიკავა სცენა.

ღონისძიების ბოლოს შესრულდა უნივერსიტეტის ჰიმნი (კომპოზიტორი: მარიკა კვალიაშვილი, ავტორი: ომარ გვეტაძე).

,,უნივერსიტეტის ადმინიტრაცია ამ მნიშვნელოვან დღეს თითოეული თანამშრომლის მიმართ გამოხატავს პატივისცემასა და კეთილგანწყობას. ღონისძიება უნივერსიტეტის რესურსებით იმართება. ასევე გაზაფხულის მოსვლასთან ერთად ვზეიმობთ ახალი სასწავლო სემესტრის დაწყებას" - განაცხადა ღონისძიების ორგანიზატორმა მაკა ხეცურიანმა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary