საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 6 მარტს დაიწყება და 21 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
2014 წელს მაგისტრანტობის კანდიდატები რეგისტრაციას გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გაივლიან (www.naec.ge; online@naec.ge). ინტერნეტით რეგისტრაციისათვის მაგისტრანტობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს პირადობის მოწმობა, მან ასევე უნდა გადაიხადოს გამოცდაში მონაწილეობის საფასური.
2014 წელს,ისევე როგორც გასულ წელს, მაგისტრანტობის მსურველები მიმართულებების მიხედვით სხვადასხვა ტიპის ტესტურ დავალებას შეასრულებენ.
სახელმწიფო დაფინანსება საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგის მიხედვით განაწილდება.
11 მარტს 15:00 საათზე მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის ღია კარის დღე გაიმართება. ღია კარის დღეზე მისულ ყველა სტუმარს შესაძლებლობა ექნება, დეტალური ინფორმაცია მიიღოს საერთო სამაგისტრო გამოცდის შესახებ.