თამარ სანიკიძე ქუთაისში სტუდენტებს შეხვდა
07 მარტი, 2014
თამარ სანიკიძე ქუთაისში სტუდენტებს შეხვდა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 500-მდე სტუდენტს შეხვდა.

მისი მიზანი იყო სტუდენტების ინფორმირება უმაღლესი განათლების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე.
შეხვედრა ლექცია-დიალოგის ფორმატში წარიმართა. 

შეხვედრის დასაწყისში თამარ სანიკიძემ აუდიტორიას ყველა ის სიახლე გააცნო, რაც 2013 წლიდან უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში განხორციელდა. 

,,სიამოვნებით გავეცნობი სტუდენტების პოზიციას განათლების სფეროში მიმდინარე მოვლენებსა და ნებისმიერ საკითხზე, რაც მათ აღელვებთ. შევეცდები, ამომწურავად ვუპასუხო და სრულყოფილად დავუსახო სამომავლო ნაბიჯები. დარწმუნებული ვარ, საინტერესო შეხვედრა იქნება" - განაცხადა თამარ სანიკიძემ.

როგორც შეხვედრის ბოლოს ითქვა,  ანალოგიური შეხვედრა უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულების სტუდენტებთან მომავალშიც გაგრძელდება.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary