Model European Union (MEU)-ის დასკვნითი ღონისძიება
10 მარტი, 2014
Model European Union (MEU)-ის დასკვნითი ღონისძიება ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" პროექტ Model European Union (MEU)-ის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.


პროექტი გულისხმობს ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების პროცესისა და პოლიტიკის სიმულაციას. Model European Union (MEU)-ს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ევროპის უამრავ ქალაქში იმართება, საქართველოში ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია YES Georgia. საკომიტეტო სესიებს 8-9 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობდა. პროექტის ფარგლებში ხდება საერთაშორისო პრობლემების განხილვა და, შესაბამისად, ის საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს, უკეთ გაერკვნენ ევროპული სახელმწიფო და პოლიტიკური ინსტიტუტების ფუნქციონირებაში. საქართველოში ეს პროექტი უკვე მეორედ გაიმართა. 

"პროექტის მიზანია, კარი გაუხსნას ქართველ ახალგაზრდებს მომავლისაკენ და დაეხმაროს მათ წარმატებისაკენ პირველი ნაბიჯების გადადგმაში. დღეს კი დელეგატები შეაჯამებენ პირველი ორი დღის ნამუშევარს და ევროკავშირის მსგავსად მიიღებენ და დაამტკიცებენ კომუნიკეებს" - აცხადებს YES Georgia-ს დირექტორი და პროექტის მთავარი ორგანიზატორი გიორგი სახოკია. ერთ-ერთი დელეგატის, ნინო ციციშვილის თქმით, პროექტი მონაწილეებისთვის დიდი გამოცდილების მომტანია და ბევრ საჭირო ინფორმაციას აწვდის მათ იმისთვის, რომ შემდგომში უკეთ შეძლონ საერთაშორისო პრობლემების გადაჭრისას ორიენტირება.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary