166-ე საჯარო სკოლაში ვებჟურნალ ,,თავისუფალი ასოციაციის" პრეზენტაცია გაიმართა
12 მარტი, 2014
166-ე საჯარო სკოლაში ვებჟურნალ ,,თავისუფალი ასოციაციის" პრეზენტაცია გაიმართა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ვებჟურნალ "თავისუფალი ასოციაციის" წარმომადგენლებმა პრეზენტაცია უფროსკლასელებისთვის ქ. თბილისის 166-ე საჯარო სკოლაში ჩაატარეს.

პრეზენტაციის მიზანი იყო, სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების შესახებ მიეღოთ ალტერნატიული ინფორმაცია. აქ საუბარი შეეხო უმაღლეს სასწავლებლებში არსებულ პრობლემებს, მოსწავლეები კითხვა-პასუხის რეჟიმში იღებდნენ ინფორმაციას მათთვის საინტერესო კითხვებზე. ძირითადი აქცენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტზე გაკეთდა. სწორედ ეს უნივერსიტეტები დაასახელა მოსწავლეთა უმეტესობამ, როცა მათ ჰკითხეს, თუ სად აპირებდნენ ჩაბარებას.

166-ე სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლის სალომე ბოკელავაძის თქმით: ,,პრეზენტაცია ძალიან საინტერესო იყო, რადგან მეც ჟურნლისტიკაზე ვაბარებ, აუცილებლად გავეცნობი ჟურნალს. მგონია, რომ სტაჟირება დამეხმარება განვითარებისათვის. მინდა, სანამ სტუდენტი გავხდები, სტატიები ვწერო რუბრიკა "თავისუფალ სივრცეში".

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თავისუფალი ასოციაციის" წარმომადგენლის მარიამ ჯავახიშვილის განცხადებით: ,,გამომდინარე იქიდან, რომ მოსწავლეთა ინფორმირებულობა უმაღლეს სასწავლებლებში არსებული რეალური მდგომარეობის შესახებ დაბალია, ამის ფონზე, ვფიქრობ, სანტერესო შეხვედრა გამოვიდა, მოსწავლეები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები პრეზენტაციის დროს, დასვეს კითხვები, ასევე დაინტერესდნენ ჩვენი სტაჟირების პროგრამით".

"თავისუფალი ასოციაცია" ამ თვეში დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის კიდევ ორ სკოლაში მოაწყობს მსგავს პრეზენტაცის.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary