გიორგი კეკელიძის საჯარო ლექცია ქუთაისის ეროვნულ მუზეუმში
13 მარტი, 2014
გიორგი კეკელიძის საჯარო ლექცია ქუთაისის ეროვნულ მუზეუმში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ქუთაისის ეროვნულ მუზეუმში ექვთიმე თაყაიშვილის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გიორგი კეკელიძის საჯარო ლექცია გაიმართა.


შეხვედრას ესწრებოდნენ მოსწავლეები, სტუდენტები, მასწავლებლები და მუზეუმის თანამშრომლები.

გიორგი კეკელიძემ ისაუბრა ექვთიმეს ღვაწლზე. მისი თქმით, მან შემოგვინახა ეროვნული იდენტობის ძირითადი მახასიათებლები. მილიონობით ქართველს მისცა ,,პასპორტი", რითაც შევაბიჯეთ მსოფლიოში. მიუხედავად ბევრი შემოთავაზებისა, გამხდარიყო მილიონერი, მან უარი თქვა ამაზე, რადგან მას არ ჰქონდა კონფორმიზმის განცდა, რაც დღევანდელი ქართველობისთვისაა დამახასიათებელი: ,,ყოველივე ის, რაც სამშობლოს რწმენას გვიმყარებს, ამ დიდმა საზოგადო მოღვაწემ გადაარჩინა. ამ და სხვა თვისებების გამო მიენიჭა მას სრულიად დამსახურებულად წმინდანის სახელი. ის იყო პატიოსნების განსახიერება". 

,,მეტად საინტერესო ლექცია შედგა. კარგი საქმეა იმდროინდელი საზოგადო მოღვაწეების პოპულარიზაცია, საგანმანათლებო დაწესებულებებში მოსწავლეები და სტუდენტები ნაკლებ ინფორმირებულნი არიან ამ კუთხით. მსგავსი შეხვედრა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს, რაც ნაყოფიერი იქნება ჩვენი ქვეყნისათვის" - განაცხადა სტუდენტმა ონისე ჯანაშიამ.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary