თსუ-ში „არაბი პოეტების“ პრეზენტაცია გაიმართა
13 მარტი, 2014
თსუ-ში „არაბი პოეტების“ პრეზენტაცია გაიმართა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნანა ფურცელაძის წიგნის "არაბი პოეტები" პრეზენტაცია გაიმართა.

საღამო "ქართული აკადემიური წიგნისა" და "აღმოსავლური კლუბის" ორგანიზებით ჩატარდა. წიგნში წარმოდგენილია V-XX საუკუნეების არაბი პოეტების შემოქმედება. 

როგორც ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნინო დოლიძემ გვითხრა: "ნანა ფურცელაძეს ნათარგმნი აქვს "1001 ღამის" 4 ტომი. ასევე არაბული პოეზიის კრებული. ის თანამედროვე პოეზიასაც თარგმნის. წიგნი "არაბი პოეტები" მოიცავს სხვადასხვა ეპოქის პოეზიის ნიმუშებს. გვაჩვენებს, თუ როგორ ვითარდებოდა ეს პოეზია. ამ მხრივ ეს კრებული ძალიან საინტერესოა და ჩვენი კულტურისთვის კარგი შენაძენია". 

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: მაია ღამბაშიძე, ნანა ფურცელაძე, ნინო დოლიძე, აპოლონ სილაგაძე, გიორგი ლობჟანიძე და გოჩა ჯაფარიძე. ერთ-ერთმა დამსწრემ ანა სამსონიამ გვითხრა: "ჩემთვის მნიშვნელოვანია დღევანდელი საღამო, რადგან არ შეიძლებოდა ქალბატონი ნანას ახალი კრებულის გამოტოვება, ის დიდი ხანია მუშაობს ამ თემატიკაზე და მნიშვნელოვანია, რომ ის არ ჩერდება და კვლავ აგრძელებს მუშაობას". წიგნის პრეზენტაციისას სტუდენტებმა წაიკითხეს კრებულში არსებული რამდენიმე ლექსი. "პირველ რიგში, ქალბატონ ნანას მივულოცავ დღევანდელ დღეს, რადგან მის ნაშრომთაგან ეს ერთ-ერთი უბრწყინვალესი ნაშრომია. ჩემთვის ამ საღამოში მონაწილეობის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენადაც მე მხვდა პატივი, ვყოფილიყავი ქალბატონ ნანას სტუდენტი და დღეს წავიკითხე რამდენიმე ლექსი ამ კრებულიდან" - აღნიშნა სტუდენტმა სოფო ნოზაძემ.






გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary