,,Open The Door“-ის კონცერტი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში
14 მარტი, 2014
,,Open The Door“-ის კონცერტი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში როკჯგუფის ,,Open The Door" კონცერტი გაიმართა, რომელსაც მუსიკოსი და გიტარისტი ტარიელ ადეიშვილი ხელმძღვანელობს.

8 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ეს 6-წევრიანი ჯგუფი ჩამოყალიბდა. ისინი სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები არიან. მათ რამდენიმე კონცერტი უკვე გამართეს. 

როგორც მისმა სოლისტმა 15 წლის მედეა სვანაძემ აღნიშნა, სურთ, გახდნენ პოპულარულები და მათი შემოქმედება მსოფლიომ გაიცნოს. უახლოეს მომავალში ჯგუფი გეგმავს გასვლით ტურნეებს ჯერ საქართველოს ფარგლებში, შემდეგ კი მის გარეთაც.

,,პარალელურად მონაწილეობას ვიღებდი პროექტ ,,იქსფაქტორში", გავხდი სოფო ტოროშელიძის რჩეული, რაც ჩემთვის დიდი სტიმულია. არჩევანი გავაკეთეთ უნივერსიტეტზე, რადგან ყველაზე მეტი აქტიური ახალგაზრდა აქაა. იმედია, ქუთაისელ მსმენელს თავს შევაყვარებთ. მათი აზრი ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია" - აღნიშნა ჯგუფის სოლისტმა მედეა სვანაძემ.

,,საინტერესო და ლამაზი საღამო გამოვიდა. მადლობა ახალგაზრდებს აქტიურობისთის. საკმაოდ ნიჭიერები არიან და ვუსურვებ წარმატებებს" - განაცხადა სტუდენტმა ნანა მდივანმა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary