”აღმოაჩინე ახალი მხატვარი”
16 მარტი, 2014
გალერეა
 ”აღმოაჩინე ახალი მხატვარი” ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში ”აღმოაჩინე ახალი მხატვარი” ფარგლებში, ახალგაზრდა ნიჭიერი მხატვრის, ბექა სვირავას პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ორმოცამდე ფერწერული ნამუშევარი.

ბექა სვირავას ნამუშევრები მკვეთრად ინდივიდუალური სტილითა და ფერადოვანი გამით გამოირჩევა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ზამთრის სერია, არქიტექტურული მოტივები და აბსტრაქტული კომპოზიციები.
პროექტი ერთი წელია მიმდინარეობს და ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს.

როგორც გამოფენის და ამ პროექტის იდეის ავტორმა გიორგი კალანდიამ განაცხადა: „ვხედავდი ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდას, ვინც რეალიზაციას ვერ ახდენდა საზოგადოებაში, არ იყო ცნობილი მათი ნამუშევრები. აქედან გამომდინარე, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის ადმინისტრაციასთან და ხელოვნებათმცოდნეებთან ერთად გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა პროექტი, რომელიც ახალგაზრდა მხატვრებს საშუალებას მისცემდა მოეხდინათ საკუთარი თავის რეალიზაცია და გაეცნოთ ნამუშევრები საზოგადოებისათვის“.

ხელოვნების სასახლის საგამოფენო პროგრამის ხელმძმღვანელი ლელო ჭიჭინაძე კი აღნიშნავს რომ: „დღევანდელი დღე ნამდვილად დიდი წარმატებაა არა მარტო ბექასთვის არადამედ ჩვენი, როგორც ორგანიზატორების, იმ ადამიანებისა, ვინც სათავეში ჩაუდგა ამ პროექტს, ამისათვის მადლობა მინდა გადავუხადო გიროგი კალანდიას, რადგან სწორედ ის იყო იდეის ავტორი. მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი დღით არაფერი მთავრდება. პროექტში მონაწილეობა ნებისმიერ ახალგაზრდას შეუძლია, არ არის ასაკი შეზღუდული, ნებისმიერ დროს შეუძლიათ გამოაგზავნონ თავიანთი ნამუშევრები, რომელსაც ჩვენი მუზეუმის ხელოვნებათმცოდნეები აფასებენ“.

ხელოვან ბექა სვირავას თქმით: „ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი კალანდიასა და ლელო ჭიჭინაძეს, რადგან სწორედ ამ ადამიანების წყალობით მოხდა დღევანდელი გამოფენის ორგანიზება. მიხარია, რომ შრომა დამიფასდა. ჩემთვის დღევანდელი დღე სტიმულია, ეს დასაწყისია, მომავალში აუცილებლად დავგეგმავთ უფრო ფართომასშტაბიან ღონისძიებებს“.

ბექა სვირავას გამოფენა საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში ერთი კვირა გაგრძლდება.

პროექტი „აღმოაჩინე ახალი მხატვარი“ ხელოვნების სასახლეში კონოსტუდია „ნიკოლოზ ფილმსის“ მხარდაჭერით მიმდინარეობს.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary