ქეთი მხეიძის პერსონალური გამოფენა სამხატვრო აკადემიაში
17 მარტი, 2014
ქეთი მხეიძის პერსონალური გამოფენა სამხატვრო აკადემიაში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში მხატვარ ქეთი მხეიძის რიგით მე-7 პერსონალური გამოფენა გაიხსნა, რომელიც მეტრთა დაჯილდოების ცერემონიალს ეძღვნება.


გამოფენაზე წარმოდგენილია 25 ნამუშევარი, რომელიც სხვადასხვა სტილში და სხვადასხვა სახის საღებავისგანაა შესრულებული. 

"ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა გამოფენის გამართვა იმ აკადემიის კედლებში, რომელიც თავად დავამთავრე. დღეს წარმოდგენილი ნამუშევრები მრავალი წლის განმავლობაში იქმნებოდა. გამოყენებულია სხვადასხვა სახის მასალა. დღეს, ძირითადად, გამოფენილია პორტრეტები, ნატურმორტები და ახალი სტილის ნახატები, რომლებშიც ვცადე, ადამიანის და ცხოველის სახე გამეერთიანებინა" - გვითხრა ქეთი მხეიძემ.

სამხატვრო აკადემია გამოფენას 3 დღის განმავლობაში უმასპინძლებს.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary