საქველმოქმედო აქცია „დავძლიოთ სიღარიბე“
23 მარტი, 2014
გალერეა
საქველმოქმედო აქცია „დავძლიოთ სიღარიბე“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"დავძლიოთ სიღარიბე" - ეს არის საქველმოქმედო აქცია, რომელიც სტუდენტთა ორგანიზებით გაიმართა.

სტუდენტები კაზრეთელ სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაეხმარნენ. ინფორმაცია ამ ოჯახების შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელდა. აქციის ორგანიზატორებს დახმარების სურვილით ძალიან ბევრი ადამიანი გამოეხმაურა. აგროვებდნენ ტანსაცმელებს, საკვებსა და ნებისმიერ ნივთს. ზოგი თანხას რიცხავდა და ასე ეხმარებოდა დაუცველ ოჯახებს.

"კაზრეთელების მდგომარეობამ ძალიან შემაძრწუნა. მას შემდეგ, რაც გავავრცელე მათ შესახებ ბლოგსა თუ "facebook"-ის გვერდზე, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრი ადამიანი დამიკავშირდა, რომელთა დახმარების წყალობით უამრავი რამ შევაგროვეთ და ჩავუტანეთ, თუმცა, საქართველოში სოციალური პოლიტიკა აშკარად შესაცვლელია. ეს ერთჯერადი დახმარება შედეგს ვერ გამოიღებს, არ შეიძლება 60 ლარით ადამიანმა თვიდან თვემდე გაძლოს" - გვითხრა აქციის ორგანიზატორმა მაიკო ჭანტურიძემ. 

სოციალურად დაუცველი ოჯახი ყოფილი სანატორიუმის შენობაში ცხოვრობს. ერთადერთი შემოსავალი სოციალურად დაუცველთა დახმარებაა, რომელსაც ისინი ყოველთვიურად იღებენ. ჩვენთან საუბარში მანანა ავალიშვილმა თქვა: "იმდენად აღელვებული ვარ, რომ არ ვიცი რა ვთქვა. ასეთი რამ ჩემს ცხოვრებაში არ მომხდარა. არავინ არ დაგვხმარებია 16 წლის განმავლობაში. ჩვენ არ ვიცით, რა არის ვიღაცის დახმარება. ჩემს ოჯახში ვართ 10 სული და ბავშვები არიან გაოგნებულები. ყველას, ვინც ამ საქმეში მონაწილეობდა, ღმერთის წყალობა და მფარველობა არ მოკლებოდეს".

სანატორიუმის შემდეგ სტუდენტებმა ყოფილი პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის შენობაში გადაინაცვლეს, სადაც სოციალურად დაუცველ 2 ოჯახს დაეხმარნენ. ერთ-ერთმა მცხოვრებმა ია გულიაშვილმა აღნიშნა: "8 თვეა რაც ამ შენობაში გადმოვედით საცხოვრებლად, რადგან ქირის ფულის გადახდას ვეღარ ვახერხებდით. ოჯახში ყველა უმუშევარია. ძალიან გვიჭირს ცხოვრება. ზოგი რით გვეხმარება და ზოგი რით, იმისათვის, რომ ბავშვებმა ისწავლონ და ამათ მაინც ჰქონდეთ მომავალი. ეკლესიაში დავდივართ და იქაც გვაძლევენ ტანსაცმელსა და საჭმელს. მთავრობა დაგვპირდა დახმარებას და იმედი მაქვს, დაგვეხმარებიან. მადლობას გიხდით თქვენ დახმარებისთვის".



გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary