AIESEC-ი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრას იწყებს
26 მარტი, 2014
 AIESEC-ი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრას იწყებს ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
სტუდენტურმა ორგანიზაცია AIESEC-მა (ქუთაისი) საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების შესახებ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა დაიწყო.


შეხვედრა თითოეული ფაკულტეტის ახალგაზრდებისთვის ინდივიდუალურად ჩატარდება. AIESEC-ს 3 ფილიალი აქვს: ქუთაისისა და ბათუმის ფილიალი წელს ჩამოყალიბდა, ხოლო თბილისის - 2006 წელს. სათაო ოფისი დედაქალაქში მდებარეობს. ორგანიზაციაში დღეისათვის 48 წევრი ირიცხება. როგორც ლოკალური კომიტეტის წარმომადგენელმა აღნიშნა, საკმაოდ დიდი დაინტერესებაა 7 თვის განმავლობაში. ორგანიზაცია თანამშრომლობას ევროპის, აზიისა და ამერიკის 124 ქვეყანასთან. მათ აქვთ 15000 სხვადასხვა პროგრამა. ამ დროისთვის ისინი სტუდენტებს სთავაზობენ 2 პროდუქტს: ორგანიზაციის წევრობასა და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას.

ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის პროგრამა ითვალისწინებს თვენახევრის მანძილზე 600 ლარად პრაქტიკებსა და სტაჟირებას თავიანთი სპეციალობით, ხოლო მაგისტრანტებისთვის ერთი წლით დასაქმებას - 900 ლარად. ამას ემატება ბილეთის ფასი, რომელსაც თან ახლავს უფასო დაზღვევა. ორგანიზაცია უცხოეთში ყოფნის პერიოდში მეთვალყურეობას გაუწევს მათ მოღვაწეობას, ასევე უზრუნველყოფს საცხოვრებელი ადგილით.

ორგანიზაციას ჩამოჰყავს განვითარებული ქვეყნებიდან (თვე-ნახევრით) ინგლისურენოვანი მოხალისე მასწავლებლები, რომლებიც სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილებს, ხოლო სტუდენტთათვის ტრენინგ-სემინარებს ატარებენ. ამჟამად მიწვეული პედაგოგები არიან უკრაინიდან, ბელორუსიიდან, კანადიდან და ეგვიპტიდან. 

,,ჩვენი მიზანია სტუდენტების განვითარება და მათთვის ლიდერული უნარ-ჩვევების გამომუშავება. წელიწადში ვმართავთ არაუმცირეს 6 პრეზენტაციას. ერთი წლის შემდეგ გვექნება გადარჩევა, რომლიდანაც 20 სტუდენტი გაემგზავრება საზღვარგარეთ. ყოველივე ამით ისინი დააგროვებენ ცოდნასა და გამოცდილებას, რომელიც მომავალი თაობის განვითარებაში დიდ როლს ითამაშებს" - განაცხადა გაცვლითი პროგრამების პიარმენეჯერმა ბექა შალამბერიძემ.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary