შეხვედრა 147- ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან
27 მარტი, 2014
შეხვედრა 147- ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
147-ე საჯარო სკოლის მე-11-12 კლასის მოსწავლეებთან გაიმართა შეხვედრა, რომელსაც "თავისუფალი ასოციაციის" წარმომადგენელი მარიამ ჯავახიშვილი უძღვებოდა.

მან მომავალ სტუდენტებს მიაწოდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნივერსიტეტებზე, რათა მათ სამომავლოდ ჰქონდეთ საშუალება, გააკეთონ სწორი არჩევანი მათთვის ხელსაყრელი პირობებისა და სწავლის ხარისხის გათვალისწინებით. "თავისუფალი ასოციაციის" წარმომადგენლებმა მოსწავლეებს სლაიდშოუს საშუალებით წარუდგინა რამდენიმე უნივერსიტეტის ინტერიერი, თუ სად და რა პირობებში მოუწევთ მათ სწავლის გაგრძელება. 

მარიამ ჯავახიშვილმა ასახა ის დადებითი და უარყოფითი მხარეები, რაც რეალურად ახასიათებს უნივერსიტეტებს. მან დეტალურად გააცნო აბიტურიენტებს პირობები, არის თუ არა კეთილმოწყობილი გარემო, რამდენად უზრუნველყოფილია უნივერსიტეტი ტექნიკური აღჭურვილობით, ხელმისაწვდომია თუ არა სტუდენტებისათის საჭირო სახელმღვანელოები.

მარიამ ჯავახიშვილმა მომავალ სტუდენტებს განუმარტა ელექტრონული ბაზების არსი, რას მოიცავს სილაბუსი, და გაცვლითი პროგრამები.

როგორც სკოლის საინფორმაციო მენეჯერმა განაცხადა, მსგავსი შეხვედრა მეტად მნიშვნელოვანია: "ასეთი კვლევა აუცილებლად უნდა კეთდებოდეს, მნიშვნელოვანია ჩემთვის, სად არის მოწესრიგებული ბიბლიოთეკა, როგორია აუდიტორიები, სად არის კვების ობიექტი და სად არა, მე, როგორც მშობელმა უნდა ვიცოდე, რაში ვიხდი ფულს".

მე- 11 კლასის მოსწავლემ სალომე მიქაბერიძემ აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან საინტერესო იყო შეხვედრა: "რადგან ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა პირობებში მოგვიწევს სწავლის გაგრძელება, ამიტომ ძალიან კმაოფილი ვარ დღევანდელი დღით".

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary