შეხვედრა თსუ–ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებთან
28 მარტი, 2014
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ–ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებსა და STUDINFO.GE–ს მთავარ რედაქტორ გიორგი ურუშაძის შორის შეხვედრა გაიმართა.

STUDINFO.GE ახალგაზრდული შემეცნებითი ელექტრონული ჟურნალია, რომელიც ყოველდღიურად უფრო უფრო იზიდავს აუდიტორიას და აერთიანებს სტუდენტთა უმრავლესობას. 

"ახალგაზრდული ელექტრონული ჟურნალი STUDINFO.GE გეგმავს ჟურნალისტიკის სტუდენტებთან თანამშრომლობას, მათი სტატიების გამოქვეყნებასა და სტაჟირებაზე მიღებას. სტუდენტები მიიღებენ დიდ გამოცდილებას ჩვენთან თანამშრომლობით" - ამბობს მთავარი რედაქტორი გიორგი ურუშაძე.

STUDINFO.GE მიიღებს 15 სტაჟიორს და სტაჟირება 3 თვეს გაგრძელდება. თითოეულ სტუდენტს ექნება საშუალება, საკუთარ პროფესიაში გაიღრმაოს ცოდნა და მიიღოს გამოცდილება.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary