დებატები უსინათლოთა კავშირის წევრების მონაწილეობით
28 მარტი, 2014
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში დებატები გაიმართა თემაზე - ,,ევროპული ინტეგრაცია გამართლებულია".

დებატებში მონაწილეობას იღებდნენ ,,თბილისის მწვანე სკოლის" სამოქალაქო განათლების გუნდი ,,სანგვინიკი" და უსინათლოთა კავშირის წევრები. პროექტის მიზანი იყო უსინათლოთა ინტეგრაცია საზოგადოებაში, მათი პიროვნული განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბება.
ერთ-ერთმა გამომსვლელმა, "თბილისის მწვანე სკოლის" მეათე კლასის მოსწავლე ნუცა მახვილაძემ განაცხადა: "ჩემი აზრით, დღევანდელი შეხვედრა იყო უნიკალური, რადგან დღეს დამტკიცდა, რომ შეზღუდული შესაძლებლობა არ არსებობს. ეს იყო უდიდესი გამოწვევა და გამოცდილება იმიტომ, რომ შეხება მქონდა უნიკალურ ადამიანებთან, რომლებმაც, ფაქტობრივად, ორ კვირაში შეისწავლეს ის დებატი, რომელსაც ჩვენი სკოლის მოსწავლეები ნახევარი წლის მანძილზე სწავლობენ. ისინი ძალიან კარგად დაეუფლნენ დებატების ხელოვნებას. მომზადების პროცესი იყო ძალიან საინტერესო, რადგან ისინი აღმოჩნდნენ ძალიან ნიჭიერები, კრეატიულები და კარგად გამოსდით ის საქმე, რასაც აკეთებენ".

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ მამულაშვილი ფიქრობს, რომ სადებატო თემა იყო გაჯერებული საინტერესო არგუმენტებით: "უსინათლოების მონაწილეობამ დებატებში დაგვანახა მათი აზროვნებისა და უნარების სრულფასოვნება. მათ კი ყოველივე ამან თავდაჯერებულება და სტიმული შემატა".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary