პრეზიდენტი ალმა მატერის სტუდენტებს შეხვდა
13 ივნისი, 2013
პრეზიდენტი ალმა მატერის სტუდენტებს  შეხვდა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ რეზიდენციაში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი მამუკა თავხელიძე და უცხოელი სტუმრები.
მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა საქართველოში გატარებული რეფორმების შესახებ. მან დიდი დრო დაუთმო განათლების სისტემაზე საუბარს, კერძოდ, მან ისაუბრა განათლების ხარისხის დონეზე, რომელიც წინა წლებთან შედარებით ბევრად გაიზარდა.
საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა უცხო ენების სწავლის საჭიროებაზეც. "ინგლისური ენა არის ძალიან მნიშვნელოვანი. სამსახური რომ იშოვო, საჭიროა უცხო ენების ცოდნა, პირველ რიგში, ეს არის ინგლისური, მაგრამ ჩვენ ქართულ ენას მაინც ვერ დავკარგავთ" – აღნიშნა სააკაშვილმა.
როგორც სტუდენტებს, ასევე უცხოელ სტუმრებსაც საშუალება ჰქონდათ, საქართველოს პრეზიდენტისათვის კითხვები დაესვათ.
შეხვედრის ბოლოს პრეზიდენტი ალმა მატერის სტუდენტებს ალაფურშეტით გაუმასპინძლდა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary