შეხვედრა თბილისის 39-ე საჯარო სკოლაში
03 აპრილი, 2014
შეხვედრა თბილისის 39-ე საჯარო სკოლაში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
39-ე საჯარო სკოლაში ,,თავისუფალი ასოციაციის" პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები დაესწრნენ.

პრეზენტაციის მიზანი იყო, მოსწავლეები გაცნობოდნენ ინფორმაციას საქართველოში არსებული უნივერსიტეტების შესახებ. ასევე მათ მიიღეს ინფორმაცია ვებჟურნალ ,,თავისუფალი ასოციაციის" შესახებ.

39-ე საჯარო სკოლის ოგანიზატორის ეკა აფციაურის აზრით, ძალიან კარგია ასეთი თემების მოსწავლეებისთვის გაცნობა: "ბევრი უმაღლესი სასწავლებელი არის დღეს საქართველოში, ხოლო ინფორმაცია მათზე ნაკლებია. ეს შეხვედრა მათ დაეხმარებათ მომავლის დაგეგმვასა და ჩამოყალიბებაში, თუ სად უფრო მეტად შეეძლებათ საკუთარი თავის რეალიზება".

მეთერთმეტე კლასის მოსწავლე მარიამ მოდებაძემ განაცხადა: "შეხვედრა საინტერესო იყო. აბიტურიენტებ, რომლებიც ირჩევენ უნივერსიტეტს, უნდა ჰქონდეთ საკმარისი ინფორმაცია მათ შესახებ. დამოუკიდებლად ისინი ვერ ახერხებენ ინფორმაციის სრულად მოძიებას, ამიტომაც არიან საჭირო ადამინები, რომლებიც ამ ყველაფერს გააცნობენ".

შეხვედრის განმავლობაში მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა ,,თავისუფალი ასოციაციის" გამოკითხვაში, რომელიც გულისხმობს ყველაზე მოთხოვნადი უნივერსიტეტის გამოვლენას საქართველოში.

,,დღევანდელი შეხვედრა იყო ძალიან ინფორმაციული. მოხარული ვიქნები, თუ კიდევ იქნება ასეთი შეხვედრა, რადგან ვფიქრობ, მოსწავლეებს სჭირდებათ უნივერსიტეტების შესახებ ინფორმაციის მიღება, რაც დაეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში" - გვითხრა მეთერთმეტე კლასის მოსწავლე სერგი ჭანტურიძემ.

"თავისუფალი ასოცაციის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ნუკა კეკელიას თქმით, ,,ეს იყო პირველი შეხვედრა გლდანი-ნაძალადევის რაიონში, რომელიც საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. რამდენიმე ბავშვი ინფორმირებული იყო სასურველი უნივერსიტეტის შესახებ. დასვეს ბევრი კითხვა, რაზეც შევეცადეთ, ამომწურავი პასუხები გაგვეცა".
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary