რუბენ ენუქაშვილის ნაშრომი ენათმეცნიერთათვის
03 აპრილი, 2014
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით არიელის უნივერსიტეტის (ისრაელი) პროფესორის რუევენ ენოხის (რუბენ ენუქაშვილი) წიგნის "ფესახის აგადის (პასქის ლეგენდა) ტრადიციული თარგმანი ქართველ ებრაელთა მიერ" პრეზენტაცია გაიმართა.


წიგნში შესულია რუბენ ენუქაშვილისა და ქართული ენის მიმართულების ხელმძღვანელის რუსუდან საღინაძის ერთობლივი ნამუშევრები.

რუბენ ენუქაშვილმა ისაუბრა წიგნზე მუშაობის პროცესზე, შემდეგ კვლევაზე, როგორ ხვდებოდა ქართველ ებრაელებს, რომლებიც, მისი თქმით, ქართველ ხალხს გვერდში არაერთხელ დაუდგნენ და მათ არც ქართველობა დარჩა ვალში. ლექტორებმა შეაფასეს აღნიშნული ნაშრომი. როგორც პროფესორმა თამარ ლომთაძემ აღნიშნა, ამ წიგნით შესაძლებელია დაინტერესებულმა პირებმა შეისწავლონ ქართველ ებრაელთა მეტყველების ფორმები, მათი დიალექტიკა, რაც საუკეთესო საშუალებაა სოციოლინგვისტიკისა და ქართული სალიტერატურო ენის პოპულარიზაციისთვის. 

,,მიუხედავად მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობისა, შეუსწავლელი იყო ეს ყოველივე. მსოფლიოს ყველა ენას თავისი სტატუსი აქვს, ასევე უნდა მიენიჭოს ებრაულ ენას საკუთარი სტატუსი. ამ წიგნის გარეშე კი ამაზე მსჯელობას და სამომავლო პერსპექტივების დასახვას ვერ შევძლებდით" - განაცხადა თამარ ლომთაძემ.

,,წიგნზე მუშაობა 2007 წლიდან დავიწყე. ვარიანტების ჩაწერის დასრულების შემდეგ 2012 წელს გამოსაცემად გადავეცი. ჩემი აზრით, ვინც დაინტერესებულია დიალექტოლოგიით, მსგავსი კვლევითა და ენათმეცნიერების შესწავლით, ასევე სურს, გააკეთოს შედარება იმ ნამუშევრებთან, რაც დღეს ცნობილია ქართულ ენაში, მათთვის მეტად სასარგებლო იქნება გაეცნონ აღნიშნულ " – განაცხადა ლინგვისტმა რუბენ ენუქაშვილმა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary