თბილისის 124-ე საჯარო სკოლაში "თავისუფალი ასოციაციის" წარმომადგენელმა მარიამ ჯავახიშვილმა მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა.
უფროსკლასელებმა უმაღლეს სასწავლებლებში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიიღეს. "თავისუფალმა ასოციაციამ" უკვე ხუთ სახელმწიფო უნივერსიტეტში განახორციელა მონიტორინგი, რაზე დაყრდნობითაც მომავალ სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია უნივერსიტეტების, როგორც დადებით, ისე უარყოფით მხარეებზე. მოსწავლეებს მიეცათ საშუალება, გასცნობოდნენ დეტალებს თითოეული უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის, სასწავლო პროცესის, გაცვლითი პროგრამებისა და სხვა ტექნიკური საკითხების შესახებ. მარიამ ჯავახიშვილის თქმით, "მოსწავლეებისთვის შეხვედრა მრავალფეროვანი და საინტერესო იყო. ბევრი შეკითხვა გაუჩნდათ და შევეცადეთ, ამომწურავი პასუხები მიეღოთ ჩვენგან. მათგან ასეთი დაინტერესება მისასალმებელია, ეს დაეხმარებათ, რომ უნივერსიტეტებისა და პროფესიის შერჩევისას სწორი არჩევანი გააკეთონ. "თავისუფალი ასოციაციის" წარმომადგენლებმა ორი რაიონის სკოლებში (ვაკე -საბურთალო, დიდუბე-ჩუღურეთი) უკვე ჩავატარეთ პრეზენტაციები და ამჟამად კიდევ ორ რაიონში ვხვდებით მოსწავლეებს (ისანი-სამგორი, გლდანი-ნაძალადევი)".
"მოსწავლეებმა მიიღეს მათთვის საინტერესო ვრცელი ინფორმაცია, როგორც მომავალ აბიტურიენტებს ძალიან წაადგებათ ეს ყველაფერი, რადგან ეცოდინებათ, თუ რომელი უნივერსიტეტი რას სთავაზობს მათ და რა დახვდებათ სასწავლებელში ჩარიცხვის შემდეგ" - აღნიშნა სკოლის დირექტორის მოადგილემ მარინა მამარდაშვილმა.
მოსწავლეები გაეცნენ "თავისუფალი ასოციაციის" სტაჟირების პროგრამასაც, რაზეც დიდი ინტერესი გამოხატეს. "ჩემი აზრით, საჭირო ინფორმაცია მოგვაწოდეთ, რაც დაგვეხმარება მომავალში უნივერსიტეტის არჩევაში. სტაჟირებაც ძალიან საინტერესო შემოთავაზებაა ჩემთვის" - გვითხრა 124-ე სკოლის მოსწავლემ ნათია ყუფარაძემ.