„ადამიანი რეალობის მიღმა“
10 აპრილი, 2014
„ადამიანი რეალობის მიღმა“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"ადამიანი რეალობის მიღმა" - ეს იმ შეხვედრის სახელწოდებაა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვიმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა.

როგორც საღამოს ორგანიზატორმა გუგა როგავამ გვითხრა: "ამ ღონისძიების ჩატარების იდეა სტუდენტებისგან წამოვიდა. ჩვენი საღამო სიზმრის თემატიკას ეხებოდა, ამ თემაზე ორი განხვავებული აზრის მოსმენა გვინდოდა. სწორედ ამიტომ მოვიწვიეთ ფსიქოლოგი და მღვდელი. საღამოს საკმაოდ ბევრი სტუდენტი ესწრებოდა". 

აღნიშნულ შეხვედრაზე საუბარი იყო სიზმრის გამომწვევ ფაქტორებზე, მის საინტერესო თვისებებსა და იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს ადამიანზე. მიწვეული სტუმრები იყვნენ: ფსიქოლოგი ლილი ხეჩუაშვილი და მამა საბა ჭიკაიძე. ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

"ძალიან საინტერესო ღონისძიება გამოვიდა. სტუმრებმა კითხვებს ამომწურავად გასცეს პასუხი. ჩემი მოლოდინი გამართლდა. ვფიქრობ, მსგავსი შინაარსის საღამოები უფრო ხშირად უნდა ტარდებოდეს, რადგან სტუდენტების დაინტერესება ძალიან დიდია" - აღნიშნა დამსწრემ ნიკოლოზ თოდუამ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary