აქცია საყდრისის გადასარჩენად
14 აპრილი, 2014
 აქცია საყდრისის გადასარჩენად   ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივმა კომიტეტმა" მეტრსოსადგურ ავლაბრის შესასვლელის მიმდებარედ აქცია მოაწყო.


დღევანდელი აქცია გამოიწვია იმ მოთხოვნების შეუსრულებლობამ, რაზეც  საყდრისის გადარჩენის კომიტეტმა 31 მარტს წერილობით და საჯაროდ მიმართა პრემიერმინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. კომიტეტმა პასუხი მხოლოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მიიღო. 

საყდრისის გადასარჩენად კომიტეტის მოთხოვნები უცვლელია: 1. დაუყოვნებლივ შეუშვან არქეოლოგები ობიექტზე, რათა მოხდეს ძეგლის ამჟამინდელი მდგომარეობის ასახვა და მონიტორინგი;
2. ჩატარდეს სანდო და კვალიფიციური კვლევა;
3. ვიდრე არ ჩამოყალიბდება და გასაჯაროვდება ჩვენთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის საბოლოო, კვალიფიციური, სანდო დასკვნა, ობიექტზე არ გაგრძელდეს სამუშაოები.

"დღეს აქ შეკრებილი საზოგადოება (აქციაში 30-ზე მეტი ორგანიზაცია იღებს მონაწილეობას), გადაინაცვლებს პრეზიდენტის რეზიდენციასთან, რათა მას გადავცეთ წერილი, სადაც ჩვენი მოთხოვნებია წამოყენებული, ვთხოვთ მას სათანადო რეაგირებას. აქციები არ შეწყდება, მეტიც, საყდრისში დღეს იგეგმება კარვების ქალაქის გაშენება, სადაც ყველა ის ადამიანი იცხოვრებს, ვისაც გული შესტკივა უძველეს მაღაროზე - საყდრისზე, ვინც მიიჩნევს, რომ უსამართლოა ხელისუფლების დამოკიდებულება ამ საკითხთან მიმართებაში, საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს გადასარჩენად აქცია პერმანენტული იქნება" – განაცხადა კომიტეტის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა დავით ყურაშვილმა.




გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary