დედაენის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია
14 აპრილი, 2014
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მესამე კონფერენცია ჩატარდა, რომელზეც წარმოდგენილი იყო 11 მოხსენება თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმების შესახებ.


მასში ასევე მონაწილეობდნენ ქუთაისის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ვაჟი მოსწავლეები.

ჩატარდა კონკურსი, რომელშიც მონაწილეობდა 19 სტუდენტი, აქედან 5 საქართველოს არაქართულენოვანი მოსახლეობიდან - აზერბაიჯანელები, რომელთაგან ერთი სწავლობს სამართლის სპეციალობაზე, მეორე - ქართული ენის, ხოლო დანარჩენი სამი ერთწლიანი საგანმანათლებო პროგრამით იმყოფება უნივერსიტეტში.

ერთ-ერთმა სტუდენტმა კონვერტში არსებული თემების სახელწოდებიდან აირჩია ,,ჩვენი ქმედება ჩვენი ფიქრით და განცდით შენდება". ნაწერებს გაასწორებს ჟიური: ეკა დადიანი, ნესტან კუტივაძე, ავთანდილ ნიკოლეიშვილი და რუსუდან საღინაძე.  ხვალ ინტელექტუალურ ვიქტორინასთან ,,თუ დაივიწყე ენა ქართული" ერთად გამოვლინდება 3 გამარჯვებული, რომლებიც სიმბოლურად წიგნებით დასაჩუქრდებიან.

,,ღონისძიება ტარდება ტრადიციულად (მეექვსედ). ამით გვსურს, გამოვხატოთ ქართული ენის განსაკუთრებული ადგილი ჩვენს ცხოვრებაში და ყველა მოქალაქის პატივისცემა მის მიმართ. ეს არის სახელმწიფო ენის დღე. აღსანიშნავია, რომ ამ კვირეულის ფარგლებში დიდი ინტერესით მონაწილეობენ არაქართველი სტუდენტები. დღევანდელ ღონისძიებაში ,,ვინ უკეთ წერს" კიდევ ერთხელ გამოვლინდება ახალგაზრდების ნიჭი და შემოქმედება" - აცხადებს ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ავთანდილ ნიკოლეიშვილი.

,,მოხარული ვარ მსგავსი კონკურსებით. ჩვენთვის დამატებითი სტიმულია, გავიღრმაოთ ცოდნა და შევიძინოთ სწორად და სწრაფად აზროვნების უნარი. მადლობას ვუხდი ღონისძიების ორგანიზატორებს" - აღნიშნავს სტუდენტი ანა ჯიქია.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary