„თავისუფალი ასოციაციის“ პრეზენტაცია 83-ე საჯარო სკოლაში
15 აპრილი, 2014
„თავისუფალი ასოციაციის“ პრეზენტაცია 83-ე საჯარო სკოლაში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"თავისუფალი ასოციაციის" წარმომადგენლები ქალაქ თბილისის 83-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელებს შეხვდნენ.


შეხვედრა მიზნად ისახავდა მოსწავლეებისთვის პრეზენტაციის ჩატარებასა და ინფორმაციის გაცნობას სხვადასხვა უნივერსიტეტის შესახებ. ასევე, "თავისუფალი ასოციაციის" წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ვებჟურნალში სტაჟირების პირობების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. 

"თავისუფალი ასოციაციის" წარმომადგენლები თბილისის სკოლებში მოსწავლეებს ვხვდებით და მონიტორინგის შედეგებს ვაცნობთ, რასაც უნივერსიტეტებში ვახორციელებდით ერთი წლის განმავლობაში. დღეს 83-ე სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებთან ჩავატარეთ პრეზენტაცია. იყო შეკითხვები, დაინტერესდნენ ვებჟურნალის მუშაობით და ასევე, სტაჟირების პროგრამით" - განაცხადა "თავისუფალი ასოციაციის" წარმომადგენელმა მარიამ ჯავახიშვილმა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. პრეზენტაციის ბოლოს მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ის ინფორმაცია, რაც მათ მიიღეს, სამომავლოდ გამოადგებათ.
"მივიღე ისეთი ინფორმაცია, რაც არ მქონდა და ეს დამეხმარება არჩევანის გაკეთებაში" - აღნიშნა ერთ-ერთმა მოსწავლემ სალომე მელაიამ.

მარიამ მოციქულაშვილი გაცვლითი პროგრამებით დაინტერესდა. მისი თქმით: "ჩემი აზრით, საინტერესო იყო ინფორმაცია გაცვლითი პროგრამების შესახებ. ვფიქრობ, რომ ჩვენი განვითარებისთვის კარგია, როცა უნივერსიტეტები სხვადასხვა ქვეყანასთან თანამშრომლობენ. გაცვლითი პროგრამები გვაძლევს საშუალებას, ურთიერთობა გვქონდეს სხვა ქვეყნის მცხოვრებლებთან, რაც უცხო ენის დონის გაუმჯობესებაში დაგვეხმარება".

"თავისუფალი ასოციაციის" წარმომადგენლები თბილისის კიდევ რამდენიმე რაიონის სკოლაში ჩაატარებენ მსგავსი ტიპის პრეზენტაციებს.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary