შექსპირის კვირეული აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში
16 აპრილი, 2014
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით შექსპირის კვირეული დაიწყო, რაც მისი დაბადებიდან 450 წლის იუბილეს ემთხვევა.


იგეგმება სხვადასხვა კომპონენტის სახით ჩართული მრავალი ღონისძიება. კვირეულის ფარგლებში გაიმართება საჯარო ლექციები: შექსპირი და მუსიკა, ჰამლეტი - ახალი ადამიანი, შექსპირის შემოქმედება და ა.შ., რომელსაც წაიკითხავენ თამთა თურმანიძე, გოგი ჭიჭინაძე, გიორგი კეკელიძე და ლევან ბერძენიშვილი. ღონისძიების დასრულების შემდეგ მოეწყობა გამოფენა სტუდენტების, მოსწავლეებისა და ლექტორ-მასწავლებლების ხელნაკეთობითა და ნახატებით თემატიკაზე - ,,შექსპირი და მისი ეპოქა". ფესტივალი დამთავრდება 1 მაისს ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში.

,,უნივერსიტეტის ფარგლებს ვცდებით. ქალაქის მასშტაბით მოეწყობა ღია ფესტივალი. 4 კინოჩვენება, ასევე პატარა ფრაგმენტები სპექტაკლებიდან, სიმღერები, სახის მოხატვა და სხვა მრავალი საინტერესო ღონისძიება, რაშიც გვეხმარება ლანდშაპტური არქიტექტურის ფაკულტეტი, ის რომეო და ჯულიეტას თემაზე შექმნის ბაღს. რაც მთავარია, სტუდენტები მონდომებულები არიან. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, კარგი ღონისძიება გამოვა" - აცხადებს ორგანიზატორი ელისო ფანცხავა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary