საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვიზიტი ქუთაისში
22 აპრილი, 2014
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული პრეზენტაცია საქართველო-ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას შეეხო.


პრეზენტაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე უძღვებოდა.

"ჩვენი ქუთაისში ვიზიტის მიზანია, საზოგადოებას გავაცნოთ შეთანხმება, რომელზეც მოლაპარაკება გასულ წელს დასრულდა და რომლის ხელშეკრულების დადებაც ივნისში იგეგმება, მივაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა შესაძლებლობა გაუჩნდება ხელშეკრულების გაფორმების შედეგად კერძო სექტორს, ბიზნესსა და მომხმარებელს. ეს არის შეთანხმება, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს განსაზღვრავს" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მიხეილ ჯანელიძემ.

ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობაზე ისაუბრა უნივერსიტეტის რექტორმაც გიორგი ღავთაძემ. მისი თქმით, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა არ აქვს: "საკმაოდ მძლავრი ეკონომიკური და სოციალური მუხტი აქვს ამ პროცესს, ევროპასთან ასეთი თანამშრომლობა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის დიდი პერსპექტივა შეიძლება აღმოჩნდეს".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary