სტუდენტური ფორუმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
24 აპრილი, 2014
სტუდენტური ფორუმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სტუდენტთა ყოველწლიური სამეცნიერო ფორუმი გაიმართა.

"ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უნივერსიტეტში იყოს გამორჩეული ახალგაზრდების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა. ამიტომ ასეთი ფორუმები იქნება ტრადიციული და ველით, რომ ყველა ფაკულტეტი იქნება მაქსიმალურად მობილიზებული და ჩართული. როგორც წესი, შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ნიჭი, მაგრამ ამ ნიჭს თუ არ ექნება გამოცდილება, მეცნიერი ვერ იქნება, ამიტომ ჩვენი ღონისძიების თ-მიზანია თქვენი ჩამოყალიბება" - აღნიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ.

ფორუმზე წაიკითხეს სხვადასხვა ფაკულტეტის საბჭო მიერ შერჩეული საუკეთესო ნაშრომები. ერთ-ერთმა მომხსენებელმა, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტმა თამარ ჩხაიძემ გვითხრა: "ძალიან საინტერესოა ასეთი ფორუმების ჩატარება, რადგან რეალურად როდესაც ტარდება კვლევები და ხდება შემდეგ პრეზენტაცია და განხილვა, ეს ხელს უწყობს მეცნიერების განვითარებას".

ფორუმში მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და ფულადი პრიზები. "ჩემი აზრით, მსგავსი ფორუმების ჩატარება ძალიან მნიშვნლოვანია, რადგან ეს ერთგვარი სტიმულია როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის, ასევე დოქტორანტურის სტუდენტებისთვის, რომ სამეცნიერო საქმიანობაში ჩაერთონ. გამარჯვებულებისთვის დაწესდა ფულადი ჯილდო და უნივერსიტეტის პრემია. სტუდენტისთვის კი ძალიან ღირებულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემიის მიღება" - აღნიშნა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტმა მომხსენებელმა მარიამ ჯიბუტმა.




გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary