„თავისუფალი ასოციაციის“ პრეზენტაცია თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში
24 აპრილი, 2014
„თავისუფალი ასოციაციის“ პრეზენტაცია თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"თავისუფალი ასოციაციის" წარმომადგენლები თბილისის კლასიკური გიმნაზიის XI კლასელებს შეხვდნენ.


პრეზენტაციაზე მოსწავლეებმა სხვადასხვა უნივერსიტეტის შესახებ მიიღეს ინფორმაცია, გაეცნენ სტუდენტების პრობლემებსა და უნივერსიტეტის სტრუქტურას. დამსწრე მასწავლებელმა ნელი ჭიჭინაძემ აღნიშნა: "ძალიან მომეწონა, რადგან ყველაფერი გასაგებად და ნათლად იყო ნაჩვენები. ასეთი შეხვედრის ჩატარება საჭიროა ბავშვებისთვის, რაც ხშირად არ ხდება. თუმცა, ხანდახან მოდიან და მოსწავლეებს სხვადასხვა ინფორმაციას აწვდიან. მე ძალიან მომწონს თქვენი წამოწყება". 

"თავისუფალი ასოციაციის" წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ვებჟურნალში სტაჟირების პირობების შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია. 

მოსწავლეები პრეზენტაციით დაინტერესდნენ, დაასახელეს უმაღლესი სასწავლებლები, რომლებშიც ჩაბარებას აპირებენ და აღნიშნეს, რომ ეს შეხვედრა სამომავლო გადაწყვეტილების მიღებაში ძალიან დაეხმარებათ.

"ასეთი შეხვედრა ხშირად უნდა იმართებოდეს, რადგან ბავშვები არ არიან ჩამოყალიბებულები, თუ სად უნდა ჩააბარონ და მათი მომავალი ცხოვრება დამოკიდებულია უნივერსიტეტზე. ასეთი შეხვედრა თუ ხშირად შეგება, კარგი იქნება, რადგან მოსწავლეებს კონტაქტი ექნებათ ისეთ ადამიანებთან, რომლებიც ამ სფეროში ჩახედულები არიან" - გვითხრა მოსწავლემ ანანო ბაკურიამ.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary