გოგი ჭიჭინაძის საჯარო ლექცია
28 აპრილი, 2014
გოგი ჭიჭინაძის საჯარო ლექცია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში შექსპირის კვირეულის ფარგლებში, რომელსაც ინგლისური ენის დეპარტამენტი ხელმძღვანელობს, დირიჟორ გოგი ჭიჭინაძის საჯარო ლექცია გაიმართა.


შექსპირის შემოქმედებაზე შექმნილი მუსიკალური ნაწარმოებები იყო წარმოდგენილი. ინგლისური ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მადონა მეგრელიშვილის თქმით, დღევანდელი შეხვედრა არამარტო სტუდენტებისთვის, არამედ ყველა განათლებული ადამიანისა და პროფესორისთვის დიდ სულიერ საზრდოს წარმოადგენს: ,,გოგი არის უაღრესად ნიჭიერი ადამიანი მსოფლიოს მასშტაბით. მას 200-მდე კონცერტი აქვს გამართული ევროპისა და აზიის ქვეყნებში. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში დაიბადა და გაიზარდა, ის სულით ხორცამდე ქართველია".

როგორც გოგი ჭიჭინაძემ აღნიშნა: ,,დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენეთ გენიოსი ფენომენის შემოქმედება მუსიკაში. ჩვენ საშუალება მოგვეცა, მოგვესმინა და გვეხილა მისი მშვენიერი და სრულყოფილი ნამუშევრები. შევეცადე, გესიამოვნათ დღევანდელი შეხვედრით, რასაც მხოლოდ ლექციას ვერ დავარქმევ. ძალიან მიყვარს ეს უნივერსიტეტი. რამდენიმე თვის წინ აქ კონცერტიც გავმართე. ასეთი ახალგაზრდობა იმსახურებს თავად მიხვიდე მათთან და შენ არ დაელოდო მათ".

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary