ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი უფასო კურსი ილიაუნიში
28 აპრილი, 2014
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი უფასო კურსი ილიაუნიში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
აბიტურიენტებს ამიერიდან შეუძლიათ, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი უფასო კურსით ისარგებლონ.

ამ შესაძლებლობას მათ ილიაუნი სთავაზობს. ამ კურსის მეშვეობით აბიტურიენტები კიდევ ერთხელ გადაამოწმებენ, რამდენად კარგად არიან გამოცდებისთვის მომზადებულნი, მეორე მხრივ, ეს ინტენსიური კურსი მათ დაეხმარებათ გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში.


კურსის შემქმნელებმა იხელმძღვანელეს იმ პრობლემებით, რომელსაც ყველაზე ხშირად აწყდებიან აბიტურიენტები გამოცდებზე და გაითვალისწინეს წინა წლებში ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები.

ილიაუნის მოსამზადებელი კურსი ორი მოდულისგან შედგება:
• მოდული 1 - ზოგადი უნარების გამოცდისთვის მოსამზადებელი ინტენსიური კურსი
• მოდული 2 - ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისთვის მოსამზადებელი ინტენსიური კურსი


შესაძლებელია, როგორც ერთი, ასევე, ორივე მოდულის გავლა. თითოეული მოდულის გავლის შემდეგ აბიტურიენტები მიიღებენ მოდულის შესაბამის სერტიფიკატს. 


თითოეული მოდულის ხანგრძლივობა 3 საათია. მეცადინეობები ჩატარდება საღამოობით (18:00-დან 21:00 საათამდე) ან უქმე დღეებში (12:00 – 15:00 საათამდე) მაისიდან ივნისის ბოლომდე. 


მეცადინეობებზე ტრენერის დახმარებით მოხდება დავალებებისა და ამოცანების ამოხსნის ხერხების განხილვა ათვისებული მიდგომების გამოყენებით. 

კურსის გავლის მსურველებმა უნდა შეავსონ ილიაუნის ვებგვერდზე არსებული სარეგისტრაციო ფორმა, რის შემდეგაც მათ დაუკავშირდებიან.




გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary