გიორგი სისაურის შემოქმედების პრეზენტაცია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში
28 აპრილი, 2014
გიორგი სისაურის შემოქმედების პრეზენტაცია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში ახალგაზრდა მხატვრის, კალიგრაფისა და მწერლის, გიორგი სისაურის შემოქმედების პრეზენტაცია მოეწყო.


18 წლის გიორგი უკვე 3 წიგნის ავტორია. მისი დებიუტი 2010 წელს გამომცემლობა "არტანუჯის" მიერ გამოცემულ ლიტერატურულ ჟურნალში "ქართული მწერლობა" შედგა.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა ნესტან ბაგაურმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა და ხაზი გაუსვა გიორგის ნიჭს, მან განაცხადა, რომ: "ახალგაზრდა შემოქმედთან ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლობა 2010 წელს კალიგრაფიის კონკურსის შედეგად დაიწყო. კონკურსის შესარჩევ ტურში 10 000 ნაშრომს შორის მერვეკლასელი გიორგის ნამუშევარი ნამდვილი აღმოჩენა იყო, მას შემდეგ აკვირდებოდით, მასთან ურთიერთობის შედგად კი გავიგეთ, რომ მას ასევე აქვს შესანიშნავი ნაწარმოებები, აქვს ხატვის საოცარი ნიჭი და, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი კალიგრაფია. გიორგის ამ მრავალმხრივი ნიჭიდან გამომდინარე, გაგვიჩნდა იდეა და სურვილი იმისა, რომ ის ფართო საზოგადოებისათვის წარგვედგინა მისი შემოქმედება".

ხელოვნებათმცოდე ელენე მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ: "ამ ოთხი წლის განმავლობაში, რაც კონკურსი "ქართული კალიგრაფია" იმართება, გიორგი ოთხივე სეზონში მონაწილეობდა, გამორჩეული იყო ყველა მონაწილე, ეს კი ჟიურის ურთულებდა საქმეს, მოევლინა გამარჯვებული, თუმცა, გიორგი კონკურსის გამარჯვებული გახდა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ის გამორჩეულია გამორჩეულთა შორის".

თავად გიორგი მიიჩნევს: "დღვანდელი ღონისძიება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დამსახურებაა, მათ მომცეს სტიმული, რომ განმევითარებინა ჩემი საქმე, მადლობა მინდა გადავუხადო ცენტრის ყველა თანამშრომელს მხარდაჭერისათვის და მინდა, იმედი მივცე ყველა იმ ადამიანს, ვინც დაინტერესებულია ჩემი საქმიანობით, ვაპირებ გავგრძელო ჩემი საქმე".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary