"ტოლერანტობის იდეალი" ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრში
15 ივნისი, 2013
"ტოლერანტობის იდეალი" ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
14 ივნისს ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრში საჯარო ლექცია თემაზე - ,,ტოლერანტობის იდეალი" გაიმართა.
ლექცია სახალხო დამცველთან არსებული "ტოლერანტობის ცენტრის" ხელმძღვანელმა ბექა მინდიაშვილმა წაიკითხა. მისი თქმით, ლიბერალიზმის საწყისები თავად რელიგიაში უნდა ვეძიოთ. ნებისმიერი რელიგიური მიმდინარეობის ბაზისი ლიბერალიზმი და ტოლერანტობაა. შემწყნარებლობაა ყველა რელიგიის საფუძველი. როგორც პეტრე მოციქული ამბობდა, ჩემი ძალა ჩემს უძლურებაშიაო.

რელიგიის ტოლერანტობასთან გაიგივებამ განსხვავებული აზრი წარმოშვა დამსწრე საზოგადოებაში, მათ არგუმენტად მუსლიმური ჯიჰადი მოიყვანეს. ბექა მინდიაშვილის განმარტებით, ჯიჰადი პირველ რიგში საკუთარ თავში ურწმუნობის და ყოველგვარი მანკიერების დათრგუნვას ნიშნავს და ასევე, მაჰმადიანი მორწმუნეების დაცვას და არ უნდა გავიგოთ ის, როგორც ძალადობრივი აგრესია. "ადამიანს აქვს თანდაყოლილი ბუნებითი უფლებები, ეს არის უნივერსალური ფენომენი, რომელსაც არ შეიძლება დაერქვას მხოლოდ დასავლური სამყაროს ნაწილი, ეს არის ყველა რელიგიისათვის მეტნაკლებად დამახასიათებელი ზოგადი ნორმები და წარმოდგენა იმაზე, თუ რა არის კეთილი და რა არის ბოროტი, რა არის სარგებლობის მომტანი და რა უსარგებლო ადამიანისთვის".

თსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტის, სალომე ჭანკვეტაძის თქმით, ლექცია ძალიან საინტერესო იყო. "მე მაინც ვფიქრობ, რომ ტოლერანტობა ყველას თავისებურად ესმის. ლიბერალიზმისა და რელიგიის საწყისების გაიგივებამ დამაფიქრა. ბევრი ახალი რამ გავიგე დღეს და ზოგ საკითხს სხვაგვარად შევხედე".

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary