ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია შექსპირის კვირეულის ფარგლებში
29 აპრილი, 2014
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში შექსპირის კვირეულის ფარგლებში ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია გაიმართა.


მომხსენებელმა ისაუბრა შექსპირის შემოქმედებაზე. მისი თქმით, შექსპირი ფრანგებმა აღმოაჩინეს, ვინაიდან მან პარიზში მიაღწია იმას, რასაც ინგლისში ვერ მიაღწევდა: "შექსპირს, როგორც მწერალს, ვერავინ შეედრება და ასევე ხელოვანს, რომელმაც ისე შექმნა და დახატა წყევლისა და სიგიჟის გალერეა, როგორც არავინ". მისი თქმით, შექსპირისეული ნაწარმოები შეიძლება იყოს, როგორც კლასიკური, ასევე იმპროვიზებული.

ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ,,მოხარული ვარ დღევანდელი ლექციით. ძალიან საინტერესო და სასიამოვნო შეხვედრა გამოვიდა. ვისურვებდი, კიდევ ბევრჯერ ესტუმრონ ჩვენს უნივერსიტეტს ასეთი განათლებული ადამიანები და კარგი ორატორები" - განაცხადა სტუდენტმა ლევან მშვილდაძე.

"ისეთ კარგ აუდიტორია, როგორიც აკაკი წერეთლის უნივერსიტეტს ჰყავს, იშვიათად შეხვდები. მიუხედავად იმისა, რომ ამ უნივერსიტეტში არ ვსწავლობდი, მასთან დიდი სიყვარული მაკავშირებს. შესაბამისად, ყოველთვის მახარებს აქ სტუმრობა და აქტიურ სტუდენტებთან ურთიერთობა" - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary