პატარა ანდრიას დასახმარებლად ახალგაზრდა ხელოვანები ერთიანდებიან
30 აპრილი, 2014
პატარა ანდრიას დასახმარებლად ახალგაზრდა ხელოვანები  ერთიანდებიან ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თავისუფლების მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე "ბაქვსუდის მოხალისეთა კლუბის" (BVC) ორგანიზატორობით საქველმოქმედო აქცია მოეწყო.

BVC ეს არის ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლასთან არსებული საქველმოქმედო, საინიციატივო მოხალისეთა კლუბი. მოხალისეები ატარებენ სხვადასხვა საქველმოქმედო და საგანმანათლებლო პროექტს საქართველოს მასშტაბით.

დღევანდელი აქციის მიზანი იყო წლის და ორი თვის ანდრია კასრაძის ოჯახისთვის თანხის შეგროვება. საქართველოში პატარა ანდრიასთვის ვერ ხერხდება დიაგნოზის დასმა, ამიტომაც მას ესაჭიროება 13 ათასი ევრო გერმანიაში გამგზავრებისთვის. ოჯახს არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა, სახელმწიფოს მხრიდან მათ გადაერიცხათ 10 ათასი ევრო და დანარჩენი თანხის შეგროვებას შეეცადნენ აქციის მონაწილეები.

,,ღონისძიება მოეწყო პატარა ანდრიას დასახმარებლად. მას აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა, ჩვენ ვცდილობთ, დავეხმაროთ და წვლილი შევიტანოთ მის გამოჯანმრთელებაში" - განაცხადა თეატრალურის სტუდენტმა მარიამ ჭიაბერაშვილმა.

აქციაში მონაწილეობდნენ ხელოვანი ადამიანები. წარმოდგენილი იყო სხვადასხვა საცეკვაო ნომერი, სიმღერა და ლექსი.

"ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბის" ხელმძღვანელის მურთაზ თაკალანძის თქმით, ,,ორგანიზაციაში გაწევრიანებულები ვართ ახალგაზრდები, რომელთაც გვსურს, დავეხმაროთ ადამიანებს, რომელთაც ფინანსური დახმარება სჭირდებათ. დღევანდელ აქციაში შემოსული თანხა გადაერიცხება და მოხმარდება პატარა ანდრიას".

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary