აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯანდაცვის ფაკულტეტის ორგანიზებით ბიოლოგ ირაკლი ჯულაყიძის საჯარო ლექცია ,,მეცნიერების, რელიგიისა და ფილოსოფიის სინთეზი" გაიმართა.
ბიოლოგმა ადამიანის განვითარების ორ ძირითად მიმართულებაზე: კოსმოგენეზოსსა და ანთროპოგენიზისზე ისაუბრა. მან ადამიანის ორგანოები რიცხობრივად შეადარა კონტინენტებს, ხოლო სისხლის დეპოს რაოდენობა - ოკეანეებს. მისი თქმით, ყველა ადამიანს იმისდა მიხედვით, რომელ კულტურას განეკუთვნება, განსხვავებული შეხედულება აქვს ფილოსოფიასა და მეცნიერებაზე.
,,არსებობს რამდენიმე თეორია, რომელზე დაყრდნობითაც შეგვიძლია, შევადაროთ ადამიანისა და სამყაროს განვითარების პროცესები, თუნდაც, დიდი აფეთქების თეორიით. სამყაროც და ადამიანიც შეიძლება ერთდროულად იკუმშებოდეს და ფარდოვდებოდეს. ბავშვი არის სამყაროს ნაწილი თავისი ემოციური, ფსიქოლოგიური თუ ფიზიკურ-ასტრალური სხეულით. ევოლუცია და ინვოლუცია პარალელური პროცესებია. რაც ხდება ადამიანის ირგვლივ, ყველაფერი ჩაწერილია მის გენეტიკურ კოდში" - განაცხადა ირაკლი ჯულაყიძემ.
,,ვსწავლობ ჯანდაცვის ფაკულტეტზე. მივიღე ბევრი სასარგებლო ინფორმაცია, რასაც ჩემი სპეციალობით მომავალში პრაქტიკაში გამოვიყენებ. საინტერესოა, როგორ ვითარდებოდა მეცნიერება ადამიანის წარმოშობის შესახებ და მასთან დაკავშირებით მეცნიერების მოსაზრებები" - აღნიშნა სტუდენტმა თინათინ მელაძემ.