“ოლიმპიური საქართველო 2014”
03 მაისი, 2014
შემოქმედ ხელოვანთა კავშირმა "ჯორჯიან არტ ჰოლდინგმა" სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით პროფკავშირთა კულტურის საკონცერტო დარბაზში თბილისის 2015 წლის ოლიმპიური ფესტივალის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი ახალგაზრდული კულტურის, ხელოვნებისა და სპორტის ეროვნული ფესტივალი "ოლიმპიური საქართველო 2014" გამართა.

მონაწილეები საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან იყვნენ წარმოდგენილები. საღამო 142-ე საჯარო სკოლასთან არსებულმა სამუსიკო ანსამბლმა გახსნა, მას მოჰყვა "როკვა", "ორნატი", "ლაშა-გიორგი", "ლიახვი", რომელმაც სულ ახლახან დადგა ახალი ცეკვა "იმერული" და წარსდგა მაყურებლის წინაშე.
კონცერტს უძღვებოდა ზაზა ალექსიძე, "ჯორჯოან არტ ჰოლდინგის" წარმომადგენელი, რომელმაც განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის ლევან ყიფიანს და ყველა სპონსორს, რომელმაც იზრუნა საღამოს ორგანიზებაზე.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary